ეკა ბესელია უმრავლესობას: რა არის ეს რაც ახლა ხდება

ეკა ბესელია უმრავლესობას: რა არის ეს რაც ახლა ხდება

წყარო: TV PIRVERLI


ეს არის ახალი კანონი და შემოგაქვთ სადღაც პარტიზანულად დაწერილი,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, კა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.
„ახლა რასაც თქვენ პროცედურასთან დაკავშირებით აკეთებთ, პარლამენტს აყენებთ შეურაცხყოფას და ყველას ვინც ამ პროცესს თვალს ადევნებს. რა არის ეს რაც ახლა ხდება. მეორე მოსმენის ტექსტი დაარიგეთ სხდომაზე, კენჭისყრის წინ შემოიტანეთ სრულიად ახალი ტექსტი, რომლის 7 პუნქტი არის სრულიად ახალი დამატებული, რაც მოვასწარი ნახვა. რა დაამატეთ, რატომ დაამატეთ, განმარტება გააკეთეთ.
რომელ რეგლამენტში წერია, რომ მეორე მოსმენის დროს გაქვთ დამატებული ახალი პუნქტები. ჯერ გამაგებინეთ და იმ ხალხს გააგებინეთ, ვინც ასეთ მნიშვნელოვან კანონს ადევნებს თვალს, თუ ამდენი რამე შესაცვლელი იყო, რომელმაც ლამის გამოიწვია ცუნამი ამ პარლამენტში და ვნებათაღელვა, რომ გეუბნებოდით, რომ არ ვარგა ეს კანონი და წესები არ გესმოდათ და ამბობდით, რომ ძალიან კარგი წესები მიიღეთ. ამდენი რამე თუ იყო შესაცვლელი, ამით იქებდით თავს? ეს არის ახალი კანონი და შემოგაქვთ სადღაც პარტიზანულად დაწერილი. მე კი ვიცი სადაც იწერება და როგორც გაწერინებენ ამ კანონპროექტს,’- განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, პლენარული სხდომა რომელიც 18:00 საათზე უნდა განახლებულიყო ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, რასთან დაკავშირებითაც პროტესტი გამოხატა ეკა ბესელიამ. მოგვიანებით სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კენჭისყრამდე შესვენება გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რომ ამ დროის განმავლობაში დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებოდათ პროექტს გაცნობოდნენ.