“ნიღაბი უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი”

“ნიღაბი უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი”

წყარო: IMERNEWS


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად თანაცხოვრება მინიმუმ ერთი წელი მაინც მოგვიწევს.
„ინფექცია ჩვენთან ერთად არის, კოვიდი არსად გამქრალა, ის ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ტრიალებს. ილუზია შევქმენით ივნისსა და ივლისში, რომ თითქოს კორონავირუსული ინფექცია დავამარცხეთ. ჩვენ ვამბობდით და მოსახლეობას ვეუბნებოდით, რომ მარტო აღებული საქართველო კორონავირუსულ ინფექციას ვერ დაამარცხებდა, ის მთელმა მსოფლიომ უნდა დაამარცხოს, ამიტომ ჩვენ მოგვიწვს მასთან ერთად ცხოვრება სულ მცირე ერთი წელი მაინც. ნიღაბი უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი, ისევე, როგორც დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, დიდი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება“,- განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, მთელ მსოფლიოში გაზაფხულთან მიმართებით კორონავირუსული ინფექციის მართვის პოლიტიკა შეიცვალა.
„თუ გაზაფხულზე ძლიერი შეზღუდვები, კარანტინი, ჩაკეტვები იყო, ეს უკვე ნაკლებად არის რეკომენდირებული, რადგან ქვეყნები იზოლირებულები ვერ იქნებიან თვეობით და წლობით. ადამიანები ნორმალური ცხოვრების რიტმს უნდა დაუბრუნდნენ. ამიტომ, თუ მაშინ სლოგანი იყო – „დარჩით სახლში“, ახლა არის სლოგანი – „ვისწავლოთ თანაცხოვრება და ადაპტაცია კორონავირუსთან ერთად“. ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანია, სამედიცინო სექტორი მზად იყოს, რათა აღმოჩენილ შემთხვევებს სწრაფად ვუმკურნალოთ და მეორე მხრივ, არ ჩავკეტოთ ეკონომიკა“,-განაცხადა გამყრელიძემ.