გიგა შუშანია , არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

გიგა შუშანია , არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
 გიგა შუშანია , არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

,,ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ქუთაისში, განცხადებით ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა. შუშანია ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და მოქალაქეებს მოუწოდებს არჩევნეში მონაწილეობა არ მიიღონ.
,,ოფიციალურად დავწერე განცხადება და შევიტანე საოლქოში, რომ მეორე ტურიდან მოიხსნას ჩემი კანდიდატურა. ასევე მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს და სხვა მოქალაქეებსაც, რომ არ მივიდნენ მეორე ტურზე და არ მიიღონ ფარსში მონაწილეობა. ეს არის ცირკი და არა არჩევნები",- განაცხადა გიგა შუშანიამ.