საქართველოში კორონავირუსის 3768 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 3768 ახალი შემთხვევა დადასტურდა

წყარო: on.ge

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი
 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი
 144

საქართველოში დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 768 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 96 860.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 41 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის:
  • თბილისში — 19;
  • აჭარაში — 5;
  • იმერეთში — 12;
  • ქვემო ქართლში — 2;
  • მცხეთა-მთიანეთი — 3.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირდა 894 გარდაცვალების შემთხვევა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 055 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა — 77 932-მდე.
დღეს გამოვლენილი 3 768 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება:
  • თბილისში — 1 443 შემთხვევა;
  • აჭარა — 676;
  • იმერეთი — 541;
  • ქვემო ქართლი — 183;
  • შიდა ქართლი — 165;
  • გურია — 52;
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი — 363;
  • კახეთი — 130;
  • მცხეთა-მთიანეთი — 96;
  • სამცხე-ჯავახეთი — 95;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 24.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 008. მათგან 5 879 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 2 702, აჭარაში — 942, იმერეთში — 1 179.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 008. მათ შორის 5 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 2 702, აჭარაში — 942, იმერეთში — 1 179.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 838 პირი, მათ შორის, თბილისში — 420, აჭარაში — 135, იმერეთში — 169. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 410 პირი, მათგან თბილისში — 202, აჭარაში — 118, იმერეთში — 26.
3 411 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 123 — თბილისში, 1 646 — აჭარაში, 336 — იმერეთში. 8 718 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 226 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 426, აჭარაში — 1 122, ხოლო იმერეთში — 26.
სულ 6 ოქტომბრიდან — 19 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 16 564 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 300 ადამიანი, მათ შორის თბილისში — 14 276 პირი, აჭარაში — 16 379, იმერეთში — 5 224.