მთავრობის ახალი პროგრამა

მთავრობის ახალი პროგრამა
ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობამ დაამტკიცა ახალი პროგრამა, რაც ითვალისწინებს უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობას.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ახალი პროგრამის ფარგლებში იმ კომპანიებს, რომლებიც შექმნილია უცხოური კაპიტალით და მოისურვებენ საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას, ან არსებული წარმოების გადმოტანას, აწარმოე საქართველოს პროგრამის ფარგლებში მიეცემა თანადაფინანსება ე.წ. FDI გრანტი 1 მლნ ლარის ოდენობით. გრანტის მიღებისთვის კომპანიამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ სულ მცირე 10 მლნ ლარის ინვესტიციას ჩადებენ საქართველოს ეკონომიკაში და დაასაქმებენ მინიმუმ 150 ადამიანს.
თურნავას თქმით, აღნიშნული 1 მლნ ლარის ოდენობის გრანტის მიზნობრიობა, იქნება ადგილობრივი დასაქმებული კადრების მომზადება და გადამზადება, ასევე, სხვადასხვა მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაო, რომელიც მათ შეიძლება დასჭირდეთ წარმოების გადმოტანის, ან ახალი წარმოების შექმნის დროს.
"ჩვენი ბევრი ვიმსჯელეთ, თუ რომელ დარგებზე გავავრცელოთ ეს ახალი პროგრამა და შევარჩიეთ ისეთი დარგები, რომელიც მიეკუთვნება გადამამუშავებელ ინდუსტრიას, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი შეიძლება შეიქმნას და ასევე, ვთვლით, რომ მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის, კერძოდ, ეს არის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის წარმოება, ეს არის სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების წარმოება, ეს არის მანქანათმშენებლობა, მანქანების და მოწყობილობების, მანქანადანადგარების და მათი ნაწილების წარმოება, ეს არის ლოგისტიკა და სასაწყობო მეურნეობა, ეს არის საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება და რამდენიმე სხვა დარგი", — განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას თქმით, აღნიშნული პროგრამა აწარმოე საქართველოში პროგრამათა რიგს მიემატება