აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, მაიკ პომპეომ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, მაიკ პომპეომ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე
საქართველოში აშშ-ის საელჩო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოს პრემიერი-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელმწიფო მდივანი პომპეო პრემიერ- მინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა.
„სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.