საქართველოში კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ადასტურებს.
"ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის, როგორც იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 157 ახალი შემთხვევა, 3 230 პირი გამოჯანმრთელდა.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 30 ადამიანი