10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 8,33% შეადგინა

10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 8,33% შეადგინა
10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 8,33% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 292 587 ამომრჩეველია, - ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქთ შესაძლებლობა, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ მათი კონსტიტუციური უფლება და გააკეთონ არჩევანი.
სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი გადასატანი საარჩევნო ყუთების მეშვეობით ემსახურება ამომრჩევლებს.
10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 8,33% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 292 587 ამომრჩეველია.
ამ დროისთვის ყველაზე მეტი აქტივობა დაფიქსირდა 19-ე საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთს მოიცავს და შეადგინა 11.8%; ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა აჭარის რეგიონში - (7, 3%) შემავალ 28-ე, 29-ე, 30-ე მაჟორიტარულ ოლქებში დაფიქსირდა.