ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში 4 საჩივარი შევიდა

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში 4 საჩივარი შევიდა
10 საათის მონაცემებით, ქუთაისში ხმა 11 194-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 7.2 პროცენტს შეადგენს.

როგორც საოლქო კომისიაში აცხადებენ, კენჭისყრის პროცესი ნორმალურ გარემოში მიმდინარეობს. კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გელა თუთბერიძის ინფორმაციით, ფიქსირდება მცირე დარღვევები, რასთან დაკავშირებითაც საოლქო კომისიაში 4 საჩივარია შესული.

საჩივრები ძირითადად პროცედურული ხასიათისაა და საარჩევნო ბიულეტენის გაცემის წესის დარღვევას, საარჩევნო უბნის ნაადრევად გახსნას და ამომრჩევლის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღების წესის დარღვევას უკავშირდება.