ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მიწისძვრამ თურქეთში ნგრევა გამოიწვია

ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მიწისძვრამ თურქეთში ნგრევა გამოიწვია

წყარო: www.on.ge bbc.com


ეგეოსის ზღვის სანაპიროზე ძლიერი მიწისძვრა, კუნძულ სამოსის ჩრდილოეთით მოხდა. BBC-ის ცნობით, შედეგად დაზიანებულია შენობები თურქეთის ზღვისპირა ქალაქებში — იზმირსა და სტამბულში. ოფიციალური პირების ინფორმაციით, მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა ათენშიც.


ამერიკის გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, 7 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა თურქეთის ზღვისპირეთში იზმირსა და სტამბულში. დაღუპულთა შესახებ ამ დროისათვის ცნობები არ არის, თუმცა იზმირში გადაღებულ ფოტოებში დანგრეული შენობების კადრები ჩანს.