ქუთაისში მთავარი არხის კუთვნილი ჩართვის აპარატი და კამერა გაიტაცეს

ქუთაისში მთავარი არხის კუთვნილი ჩართვის აპარატი და კამერა გაიტაცეს

მთავარი არხის ჟურნალისტის, ირაკლი ვაჩიბერაძის განცხადებით, ქუთაისის სპორტის სასახლესთან უცნობმა პირებმა  ჩართვის აპარატი და კამერა გასტაცეს.
"ჩემი ოპერატორის თვალწინ მოხდა ტექნიკის გატაცება. რეზი ბურჯანაძე მძარცველს დაედევნა, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ მას თანამზრახველი ჰყავდა. მათ მიმალვა შეძლეს", — ამბობს ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში  განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. მათივე თქმით, გატაცებული ტექნიკა უკვე იპოვეს და მიმდინარეობს დამნშავეების ვინაობის დადგენის სამუშაოები.