საქართველოში დღეს კორონავირუსის 1824 შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში დღეს კორონავირუსის 1824 შემთხვევა დაფიქსირდა

წყარო: www.ipn.ge

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1 824 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 712 ახალი შემთხვევა.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, როგორც სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აჭარაში ბოლო 24 საათში გამოვლენილია - 545 შემთხვევა, იმერეთში - 305, ქვემო ქართლში - 48, შიდა ქართლში - 56, გურიაში - 24, სამეგრელო და ზემო-სვანეთში - 63, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში -22, სამცხე-ჯავახეთში - 22, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 105 ადამიანი.
„3 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 958, აჭარაში - 654; მძიმე პაციენტია 482, მათ შორის, თბილისში - 238, აჭარაში - 76. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - 105 პირი - მათ შორის, თბილისში - 61, აჭარაში - 23.
2 238 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 186 - აჭარაში, ხოლო 786 - თბილისში; 13 146 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 757 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 752, აჭარაში-1 926. სულ 6-26 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან (საკარანტინო სივრცეში)გადაყვანილია - 8 918 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 067 პირი, საიდანაც თბილისშია 3 224 პირი, აჭარაში - 11 017, იმერეთში - 4 195“, - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.