» » ლევან დავითაშვილი - 2018 წელს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად მომზადებულები ვართ


ლევან დავითაშვილი - 2018 წელს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად მომზადებულები ვართ


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა 2018 წელს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად მზადაა. ამის შესახებ მინისტრმა გადაცემა ,,აგრო სიახლეებისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
ლევან დავითაშვილის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ფიტოსანიტარული სფეროს გაძლიერებას დაეთმობა. მინისტრი ბაღლინჯოსთვის საქართველოში ბუნებრივი მტრის გაჩენის მნიშვნელობაზეც საუბრობს და დასძენს, რომ ეს საკითხი სათანადოდ უნდა იყოს შესწავლილი.
ლევან დავითაშვილმა 2017 წელს  აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გაწეული სამუშაოებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მაქსიმალური მობილიზების შედეგად, სხვადასხვა კულტურის მოსავლის დიდი ნაწილის გადარჩენა მოხერხდა.
აზიური ფაროსანა ჩვენს ქვეყანაში  2015 წელს გამოჩნდა. ბაღლინჯოს  სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა. იგი 300-მდე სახეობის მცენარით იკვებება. მავნებელი  აზიანებს ციტრუსსა და  ბოსტნეულს, ასევე  თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, განსაკუთრებით კი თხილსა და სხვა კაკლოვანებს.
მედია პროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ -  JRC პარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

                                                      - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
24-02-2018, 12:22 320 0