» » იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ საჯარო სკოლები, რომლებიც მილენიუმის პროგრამის ფარგლებში რემონტდება ერთად დაათვალიერეს.


იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ საჯარო სკოლები, რომლებიც მილენიუმის პროგრამის ფარგლებში რემონტდება ერთად დაათვალიერეს.

იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ საჯარო სკოლები, რომლებიც მილენიუმის პროგრამის ფარგლებში რემონტდება ერთად დაათვალიერეს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ,,საქართველო"-ს მიერ ზესტაფონში, სამი საჯარო სკოლა: Nმე-6, Nმე-7 და დილიკაურის საჯარო სკოლები რემონტდება. ,,დღეს მუნიციპალიტეტს იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე ესტუმრა. ჩვენ ერთად დავათვალიერეთ ის სკოლები, რომლებშიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ,,საქართველო" სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. სკოლები აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების ინვენტარით და ტექნიკით, ასევე, ადაპტირებული შშმ პირებისთვის. - განაცხადა, კახაბერ მახათაძემ. ამ ეტაპზე, N6 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო, მეცნიერების ლაბორატორიის, კომპიუტერული ლაბორატორიის, სპორტული დარბაზის, ბუფეტისა და დერეფნების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხოლო, N7 საჯარო სკოლაში, კედელებისა და იატაკის დემონტაჟის შემდეგ, შენობის გარე ფასადის აღდგენითი სამუშაოები განხორციელდება. რაც შეეხება დილიკაურის საჯარო სკოლას, ამჟამად სპორტული დარბაზისა და სველი წერტილების მოპირკეთება მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ გათბობის სისტემა სამივე სკოლაში დამონტაჟდება.


12-09-2018, 12:47 119 0