» » ზესტაფონში, 26 მაისის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია დათქმულ ვადაში ვერ დასრულდა


ზესტაფონში, 26 მაისის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია დათქმულ ვადაში ვერ დასრულდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ქალაქში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. 26 მაისის სახელობის ქუჩაზე გზის განახლება მაისის პირველი რიცხვებიდან დაიწყო და დღეს უნდა დასრულებულიყო. ქალაქის ქუჩების რეაბილიტაციას რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს. „ამ კონკრეტულ ქუჩაზე 74000 ლარია გამოყოფილი და სამუშაოებს შპს „საპოვნელა“ ასრულებს.345 მეტრი სიგძის ქუჩაზე დაიგო ასფალტის საფარის ორი ფენა.ასევე, კომპანიამ დამატებითი პასუხისმგებლობა აიღო ქუჩის მიმდებარეერთ–ერთი ჩიხის კეთილმოწყობაზე“– განაცხადა ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით აბულაძემ.
​„მოგეხსენებათ ზაფხულია, ცხელა და ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები, მძიმე ტექნიკის გადაადგილება და ასე შემდეგ, ართულებს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს. ტექნიკური მიზეზების გამო, კომპანიამ ვერ შეძლო სამუშაოს დათქმულ ვადაში დასრულება, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით ადგილობრივ მოსახლეობას და ვეცდებით დაჩქარებული ტემპით დავასრულოთ სამუშაო“ – აღნიშნეს კომპანიის წარმომადგენლებმა.
მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასა და შპს „საპოვნელას“ წარმომადგენლებს გაესაუბრა.
„ჩვენი მიზანია ყველა პროექტიხარისხიანად შესრულდეს და მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები. მართალია ამ შემთხვევაში ვადაგადაცილებაა, მაგრამდამატებით კეთდება ერთ–ერთი ჩიხი, რომელიც თავიდან გათვალისწინებული არ იყო“ – აღნიშნა კახაბერ მახათაძემ.
25-06-2018, 16:49 247 0