» » "ჯორჯიან მანგანეზმა" ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურს საჩუქრად მტვერსასრუტი ფუნქციის მანქანა ადასცა


"ჯორჯიან მანგანეზმა" ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურს საჩუქრად მტვერსასრუტი ფუნქციის მანქანა ადასცა

"ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის ინიციატივით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურს,საჩუქრად გადაეცა მანქანა, რომელიც აღჭურვილია ქუჩის მტვერსასრუტი ფუნქციით.
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქის სახელით "ჯორჯიან მანგანეზს" საჩუქრისთვის და ავღნიშნო ამ კომპანიის განსაკუთრებული წვლილი და გვერდით დგომა მუნიციპალიტეტის განახლებისა და წინსვლის საკითხებში" - განაცხადა მერმა კახაბერ მახათაძემ.





17-06-2018, 18:01 545 0