» » კახაბერ მახათაძის შუამდგომლობით "ჯორჯიან მანგანეზმა" სოფ. ვაჭევის ბოგირის მშენებლობა რკინის კონსტრუქციით უზრუნველყო


კახაბერ მახათაძის შუამდგომლობით "ჯორჯიან მანგანეზმა" სოფ. ვაჭევის ბოგირის მშენებლობა რკინის კონსტრუქციით უზრუნველყო

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევში დაახლოებით 60 წლის წინ აგებული ბოგირი ჩაინგრა, რითაც სატრანსპორტო კომუნიკაციის პრობლემა შეექმნათ მაცხოვრებელთა ნაწილს. მუნიციპალიტეტის მერის კახაბერ მახათაძის, ასევე ამ სოფლის დეპუტატის ჯემალ გორგოძის თხოვნით და შუამდგომლობით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ გამოიჩინა კეთილი ნება და ახალი ბოგირის მშენებლობა, რკინის საყრდენი კონსტრუქციით უზრუნველყო. სოფლის მოსახლეობა მადლობას უხდის მერს და „ჯორჯიან მანგანეზს“ მყისიერად გაწეული დახმარებისთვის.
„ყოველთვის მზად ვარ გამოვძებნო გამოსავალი შექმნილი ნებისმიერი სიტუაციიდან მიუხედავად მისი სირთულისა მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო „ჯორჯიან მანგანეზს“ და ბატონ ვასილ გველესიანსგაწეული დახმარებისთვის!“ განაცხადა კახაბერ მახათაძემ.



11-06-2018, 16:26 510 0