» » ზესტაფონში ტროტუარების რეაბილიტაცია თავიდან ხორციელდება


ზესტაფონში ტროტუარების რეაბილიტაცია თავიდან ხორციელდება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძე, ქალაქის ქუჩებისა და მუნიციპალიტეტის სოფლების საგზაო–სარეაბილიტაციო სამუშაოებს პირადად ადევნებს თვალყურს. ამჟამად, ზაქარიაძის ქუჩაზე, სადაც ტროტუარის განახლება სტანდარტების დაუცველობის გამო შეჩერებული იყო, სამუშაოები პროექტით გათვალისწინებული ყველა სტანდარტის დაცვით გრძელდება. მერმა ადგილზე მოინახულა სამუშაოს მიმდინარეობა, როგორც ზაქარიაძის ქუჩაზე, ასევე სოფელ ფუთში, სადაც საუბნო გზების სრული განახლება მიმდინარეობს და 2 კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზეახალი ბეტონის გზის საფარი იგება.
„შეჩერებული იყო და განახლდა ტროტუარის მოწყობა ზაქარიაძის ქუჩაზე. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაეკისრა ვალდებულება, შეცვალოს ტროტუარის მოსაპირკეთებელი ფილები, პროექტით გათვალისწინებული სტანდარტის სრული დაცვით. ასევე მოვინახულეთ სოფელ ფუთისგზის რამდენიმე მონაკვეთი, რომლის რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა. მერიის შესაბამის სამსახურებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში გავეცნობით სიტუაციას“ – განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

8-06-2018, 09:54 266 0