» » ბავშვთა საერთაშორისო დღე ზესტაფონში


ბავშვთა საერთაშორისო დღე ზესტაფონში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ზესტაფონიში, მუნიციპალიტეტის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიებებით აღინიშნა. მათმოინახულეს ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ცენტრი „ცხოვრების მეგზური“ დაბავშვებს საჩუქრად წიგნები გადასცეს. ასევე, მათი ინიციატივით, ბავშვებისათვის კულტურის ცენტრთან არსებულ თოჯინების თეატრში სპექტაკლი გაიმართა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს კი, რომლებიც ბავშვთა სასწავლო ცენტრ „ორიონის“ აღსაზრდელები არიან, ჯორჯიან მანგანეზისა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონის რაიონული პროკურორი და პროკურატურის წარმომადგენლებიც ესტუმრნენ. ცენტრში, ბავშვთა ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა –გაყიდვა მოეწყო. უფროსებმა ბავშვთა ნამუშევრები დაათვალიერეს, შეიძინეს და თავის მხრივ, სამახსოვრო საჩუქრები და წიგნები გადასცეს მათ.




4-06-2018, 11:58 277 0