» » კახაბერ მახათაძემ მეორემსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლის თავი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა


კახაბერ მახათაძემ მეორემსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლის თავი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა

"გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავს. მადლობას მოგახსენებთ იმ ღვაწლისათვის, რომელიც უანგაროდ გასწიეთ სამშობლოსა და მომავალი თაობებისათვის.გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს!" ასე მიულოცა 9 მაისი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს. 
 ზესტაფონის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები დილით მერიის შენობასთან შეიკრებნენ. მათთან ერთად მოწვეული 17 ვეტერანიდან მხოლოდ შვიდმა ადამიანმა შეძლო მოსვლა. შეკრებილმა საზოგადოებამ ყვავილების გვირგვიგინით შეამკო ალექსანდრე ბიბილაშვილის, სერგო კეთილაძის, თამარ მეფის გამზირზე და შორაპანში  გმირთა მემორიალები. თითოეულ მემორიალთან გაიხსენეს მათი ბოიგრაფია და გმირობა. სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა ვეტერანთა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ რამინ შერგელაშვილმა. ვეტერანთა პატივსაცემად, მუზეუმში ისტორიული კადრების ფონზე ღონისძიება გაიმართა, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ადამიანების ღვაწლსა და გმირობას. ღონისძიების დასასრულს, სტუმრებს სიტყვით მიმართა პოეტმა მალხაზ მაჭავარიანმა და  მერის მოადგილემ ბესიკ ლეონიძემ, რომელმაც  მერის სახელით სიმბოლური საჩუქრები გადასცა მობრძანებულ ვეტერანებს, ხოლო ადამიანების იმ ნაწილს, რომლებმაც მათ საპატივცემულოდ გამართულ ღონისძიებაზე მოსვლა ვერ შეძლეს, საჩუქრები სახლში მიართვეს და მიულოცეს დღევანდელი დღე.







9-05-2018, 14:58 388 0