» » ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ სპეციალური საჭიროების მქონე ნათელა მაჩიტიძეს, სტანდარტული ტიპის ეტლი გადასცა


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ სპეციალური საჭიროების მქონე ნათელა მაჩიტიძეს, სტანდარტული ტიპის ეტლი გადასცა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ, სოფელ სვირში მცხოვრებ სპეციალური საჭიროების მქონე ნათელა მაჩიტიძეს, სტანდარტული ტიპის ეტლი გადასცა.

„მადლობას ვუხდი ყურადღებისთვის მუნიციპალიტეტის მერს კახაბერ მახათაძეს, რომელმაც გულთან მიიტანა ჩემი ოჯახის სატკივარი და ცხოვრება გამიმარტივა. 16 წელია, რაც დამოუკიდებლად მოძრაობა აღარ შემიძლია,ამ დრომდესხვისი ეტლით ვსარგებლობდი“ - განაცხადა ქალბატონმა ნათელამ.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ეტლებით უზრუნველყოფის პროგრამას,საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტისმერიის მხარდაჭერით ახორციელებს.

კახაბერ მახათაძის თქმით, ეს არის მიმდინარე წელს გაცემული პირველი ეტლი. პროგრამისფარგლებში, აღნიშნული აქტივობა მომავალშიც გაგრძელდება.



7-05-2018, 17:54 522 0