» » ზესტაფონის მუნიციპალიტეტიმა ქ. ქუთაისს „გვირილობის“ დღესასწაული მრავალფეროვანი პროგრამით მიულოცა.


ზესტაფონის მუნიციპალიტეტიმა ქ. ქუთაისს „გვირილობის“ დღესასწაული მრავალფეროვანი პროგრამით მიულოცა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტიმა ქ. ქუთაისს „გვირილობის“ დღესასწაული მრავალფეროვანი პროგრამით მიულოცა. მუხრანის ტყე-პარკში „იმერული ეზოს“ სხვადასხვა ზესტაფონური კომპოზიციები საინტერესოდ იქნა წარმოდგენილი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საოჯახო მარნები სხვადასხვა იმერული ღვინოებით, რძის პროდუქტების კომპანია „ზესტაფონური“- ყველის მრავალფეროვანი ასორტიმენტით, ზესტაფონის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები - თავიანთი ნამუშევრებით. ასევე ავტორების მიერ წარმოდგენილი იყო თიხის, მინანქრის,რკინის, თექის, ტყავის და სხვა ნაკეთობები. რეგონის პირველ პირებს ზესტაფონის მერიამ და საგანგებოდ მომზადებულმა წამყვანებმა უმასპინძლეს. სტუმრები მუსიკისა და ცეკვის ანსამბლმა „ზესტაფონმა“ოიგინალური მხატვრული ფოლკლორული კომპოზიციით მოხიბლა.

ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემ მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს ღონისძიებაში შეტანილი წვლილისათვის და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის.





2-05-2018, 18:29 430 0