» » ისრაელმა საქართველოს მოქალაქეებისთვის, შესაძლოა, სამუშაო ვიზის გაცემა დაიწყოს


ისრაელმა საქართველოს მოქალაქეებისთვის, შესაძლოა, სამუშაო ვიზის გაცემა დაიწყოს

საქართველოში "ისრაელის სახლის" დამფუძნებლის, იციკ მოშეს ინფორმაციით, შესაძლოა ისრაელმა საქართველოს მოქალაქეებისათვის სამუშაო ვიზის გაცემა დაიწყოს. იციკ მოშე განმარტავს, რომ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატამ ისრაელის პარლამენტს ოფიციალურად მიმართა, რათა საქართველოს 500 მოქალაქეზე სამუშაო ნებართვა მოითხოვა. თბილისს ამ საკითხთან დაკავშირებით ეწვია ქნესეთის (პარლამენტის) ხელმძღვანელობა, ოპოზიციის ლიდერი და პროფკავშირის წარმომადგენლები. მათ საქართველოს ხელისუფლებას გააცნეს ისრაელის მხარის მზაობა კვოტების გამოყოფასთან დაკავშირებით. ამ საკითხის საბოლოოდ გადაჭრისთვის საჭიროა ორივე მთავრობის აქტიური მუშაობა. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა იმედს გამოთქვამს, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება. ოფიციალურმა ორგანიზაციებმა მიაღწიეს შეთანხმებას საპილოტე პროექტის განხორციელების შესახებ.

იციკ მოშეს ტქმით, მისი მთავარი მიზანია, ბოლო მოეღოს ისრაელში არალეგალურად სამუშაოდ წასვლას და ამისათვის დიდი ოდენობით თანხის გადახდას.
შასაბამის ინფორმაციას, საქართველოს მოქალაქეები მალე ოფიციალური არხებიდან მიიღებენ. 
19-03-2018, 16:21 309 0