» » საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს პასუხობს


საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს პასუხობს


საგარეო საქეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულგანცხადებას პასუხობს.
"გავეცანით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს.
ჟენევის დისკუსიები არის მნიშვნელოვანი ფორმატი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დასარეგულირებლად.
იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალ ჟენევის რაუნდზე ჩვენ შევძლებთ მრავალი წლის მანძილზე არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.
ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას გადადგას ნაბიჯები ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრონველსაყოფად",- ნათქვამია განცხადებაში.
13-03-2018, 10:35 325 0