» » "როცა ხარ ოკუპანტი, პასუხისმგებლობა გაკისრია საერთაშორისო სამართლის მიხედვით" - იან კელი პრემიერის განცხადებას აფასებს


"როცა ხარ ოკუპანტი, პასუხისმგებლობა გაკისრია საერთაშორისო სამართლის მიხედვით" - იან კელი პრემიერის განცხადებას აფასებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვას გამოეხმაურა.
კელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის უკვე შედგა საუბარი.
აშშ-ის ელჩის თქმით, საუბრისას ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსადმი მხარდაჭერას.
როგორც კელიმ ჟურნალისტებს უთხრა, აშშ-ს კონტაქტი აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დაუყოვნებლივ დაუბრუნონ.
"ჩვენ არ ვაღიარებთ ახალ საზღვრებს და არ ვაღიარებთ საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობას. რუსეთს ვუწოდეთ ოკუპანტი და შესაბამისად, როდესაც ხარ ოკუპანტი, შენი წილი პასუხისმგებლობა გაკისრია საერთაშორისო სამართლის მიხედვით. არ არსებობს არანაირი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, ცხედარი გააჩერონ და არ დაუბრუნონ თავიანთ მშობლებს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას ყველა ძალისხმევაში, გადაჭრას ეს საკითხი.
უკვე შედგა საუბარი სახელმწიფო მდივნის მოადგილესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის, სადაც ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსადმი მხარდაჭერას.
ასევე ჩართული ვართ და გვაქვს კონტაქტი რუსეთის ხელისუფლებასთან, რათა დაუყონებლივ დაუბრუნონ ცხედარი ოჯახს“, - განაცხადა იან კელიმ.
12-03-2018, 09:05 355 0