» » ,,ჩვენ ვმუშაობთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის ფარგლებში" - პრეზიდენტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე


,,ჩვენ ვმუშაობთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის ფარგლებში" - პრეზიდენტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე

საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან და ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით კომენტარი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტისას გაკეთა.„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყველა ამ შეხვედრაზე ჩვენ ვსაუბრობთ იმ სტრატეგიული პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წლიდან, ეს არის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა.
მე ამ წლების განმავლობაში არ მინახავს ვითარება, სადაც ვინმეს კითხვის ნიშანი დაესვა, რომ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არ ვითარდება სწორად, ან რომ ამ პოლიტიკის შორს მიმავალი შედეგი არ დადგება.
ეს პოლიტიკა 2013 წელს პარლამენტის დეკლარაციის მიხედვითაა მიღებული და ჩვენ ვმუშოაბთ ამ პოლიტიკის ფარგლებში, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
12-03-2018, 09:03 323 0