» » შსს: ბორჯომელების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სამართალდამცველები ადგილზე რჩებიან


შსს: ბორჯომელების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სამართალდამცველები ადგილზე რჩებიან


შს სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, ბორჯომის საკრებულოს შენობაში ამ დრომდე რჩებიან, – ამის შესახებ შს სამინისტროში აცხადებენ.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ბორჯომელების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც იმყოფებიან.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, ბორჯომის საკრებულოს შენობაში ამ დრომდე რჩებიან, ხოლო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით ქალაქ ბორჯომში იმყოფებიან.“ – აცხადებენ შს სამინისტროში.
ცნობისათვის, გუშინ, ბორჯომის საკრებულოს შენობაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს მერიის თანამშრომლები, საკრებულოდან „ქართული ოცნების“ წევრები და ოპოზიციის დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
1-03-2018, 15:16 377 0