» » ქორეოგრაფიული ანსამბლი „ძმები“ ფესტივალის ფარგლებში 21-22 აპრილს, ქ. ზესტაფონში, ევროპის და საქართველოს სხვადასხვა ქორეოგრაფიულ ანსამბლებს უმასპინძლებს.


ქორეოგრაფიული ანსამბლი „ძმები“ ფესტივალის ფარგლებში 21-22 აპრილს, ქ. ზესტაფონში, ევროპის და საქართველოს სხვადასხვა ქორეოგრაფიულ ანსამბლებს უმასპინძლებს.


სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ძმები“ 1989 წელს დაარსდა ქ. ზესტაფონში, ტყუპი ძმების ზაზა და გოჩა შალამბერიძეების მიერ. ანსამბლი შეუნელებელი წარმატებებით მოღვაწეობს და იზრდება. ანსამბლის სახელზე არაერთი ქართული ცეკვის ხიბლით გულანთებული მოცეკვავე, 3000-ზე მეტი წარმატებული გამოსვლა, კონცერტი და ფესტივალია. 2011 წლის 21 აპრილს საფუძველი ჩაეყარა სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ძმების“, აწ გარდაცვლილი მთავარი ქორეოგრაფის გოჩა შალამბრიძის სახელობის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ფესტივალს. წელს ეს ფესტივალი უკვე მეშვიდედ ტარდება, სადაც მონაწილეობას იღებენ არა მარტო საქართველოს ქორეოგრაფიული ანსამბლები, არამედ ევროპის ქვეყნებიც ლიტვა, ლატვია, უკრაინა და ა.შ. ფესტივალი უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრის შენობაში გაიმართება. ფესტივალი ორ დღეს გრძელდება: 21 აპრილს გაიმართება გოჩა შალამბერიძის და ხელოვნების სხვა მოღვაწეთა ხსოვნის საღამო, 22 აპრილს ფესტივალის დასკვნითი ეტაპი, გრანდიოული კონცერტი სადაც მონაწილეობას მიიღებს ყველა მოწვეული ანსამბლი. ანსამბლში 100-ზე მეტი მოცეკვავეა და როგორც ანსამბლის ხელმძღვანელი ბატონი ზაზა აღნიშნავს განსაკუთრებული სამზადისია 21 აპრილისთვის, მისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, მისი ძმის ხსოვნის პატივსაცემად, ქალაქ ზესტაფონის კულტურული ურთიერთობების და მეგობრობის გასამყარებლად მომავალში, როგორც საქართველოს ასევე ევროპის სხვადასხვა ქალაქებთან.

27-02-2018, 12:38 2 550 0